ოფისებს წაგვართმევენ? სახლებიდან გავაგრძელებთ საქმიანობას, დაგვაკავებენ? სხვა ადამიანები გაჩნდებიან-თურაძე
ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, გავაგრძელებთ საქმიანობას, რა ინსტრუმენტებიც უნდათ, ის გამოიყენონ, - ამის შესახებ "ბათუმელების" რედაქტორმა, ეთერ თურაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი დანებებას არ აპირებენ და თუ ოფისებს წაართმევენ, სახლებიდან გააგრძელებნე მუშაობას, ხოლო თუ დააკავებენ, სხვა ადამიანები გაჩნდებიან.
ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, გავაგრძელებთ საქმიანობას, რა ინსტრუმენტებიც უნდათ, ის გამოიყენონ, აქ ვართ, საქართველოში, ვაგრძელებთ საქმიანობას, ოფისებს წაგვართმევენ? სახლებიდან გავაგრძელებთ, დაგვაკავებენ? სხვა ადამიანები გაჩნდებიან. თუ ჩვენ ვიქნებით ბევრნი, ვერ დაგვაზარალებენ. შევინარჩუნოთ ერთიანობა და კანონის ამოქმედების პირობებშიც გავაგრძელოთ ეს საქმიანობა და ვერ დაგვამარცხებენ. საფრთხე არის ძალიან რეალური, არ უნდა ვიყოთ იმის იმედად, რომ ეს არ მოხდება, ეს შეიძლება მოხდეს, თუ არ ვიბრძოლებთ, ამიტომ, მეც მზიას დავესესხები და ვიტყვი, ბრძოლა ბოლომდე,-განაცხადა თურაძემ.