ტოტალიტარული რეჟიმები შეტევებისთვის ირჩევენ მედიას, უბრალოდ იცვლება მეთოდები-ნათია გოგსაძე
ტოტალიტარული რეჟიმები შეტევებისთვის ირჩევენ მედიას, უბრალოდ იცვლება მეთოდები, ინსტრუმენტები და საშუალებები, როგორ გააჩერო, მოგუდო და მიიყვანო იმ ზომამდე, რომ ვეღარ შეძლოს მაუწყებლობა,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ნათია გოსგაძემ განაცხადა.
გოგსაძის თქმით, “რუსთავის 2“-ის შემდეგ, რადიკალურად მაშინ ჩამოიხსნეს ნიღბები და მედიაზე ტოტალური შეტევის ახალი ტალღა დაიწყეს.
ტოტალიტარული რეჟიმები შეტევებისთვის ირჩევენ მედიას, უბრალოდ იცვლება მეთოდები, ინსტრუმენტები და საშუალებები, როგორ გააჩერო, მოგუდო და მიიყვანო იმ ზომამდე, რომ ვეღარ შეძლოს მაუწყებლობა. მე მაინც მგონია, რომ “რუსთავის 2“-ის შემდეგ, რადიკალურად მაშინ ჩამოიხსნეს ნიღბები და დაიწყო მედიაზე ტოტალური შეტევის ახალი ტალღა. ლექსო ლაშქარავას სიკვდილი რომ შერჩათ, იმიტომ ბედავენ და მივიდნენ აქამდე. მზია ამაღლობელს დააბრალო პოლიცელის გალახვა, ეს ხომ წარმოუდგენელი ტყუილია, მაგრამ რეჟიმისთვის პორპაგანდა და ტყუილი ერთი მასშტაბია. ახალს არაფერს ვხედავთ, რუსული სცენარი ვითარდება ამ ქვეყანაში, როგორც მედიები იკეტებოდნენ და იუთუბზე გადადიოდნენ, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც“, -განაცხადა ნათია გოგსაძემ.