სოფელ დიმში ხანძარს შუახნის კაცი ემსხვერპლა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.
ინფო იმერეთის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.