ციხეში გამოკეტილი მზია არის ყველა ჩვენთაგანის ელჩი მთელ მსოფლიოში-ზაალ უდუმაშვილი

28.05.25 00:35
ციხეში გამოკეტილი მზია არის ყველა ჩვენთაგანის ელჩი მთელ მსოფლიოში-ზაალ უდუმაშვილი

ციხეში გამოკეტილი მზია არის ყველა ჩვენთაგანის ელჩი მთელ მსოფლიოში-ამის შესახებ “ტვ პირველის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ის, რა მდგომარეობაშიც დღეს მედია და ზოგადად ქვეყანაა, პირველად ხდება და მსგავსი რამ, “30 წლის განმავლობაში, არცერთ ხელისუფლებას არ უკადრია“

რა ბრძოლები არ გადაუტანია მედიას, მაგრამ ის, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ აღმოვჩნდით, არ მახსენდება და არც ყოფილა. პირველად ხდება, რომ რეჟიმმა გადაწყვიტა ხალხის და ქვეყნის მიერ არჩეული საგარეო კურსი შეეცვალა, 30 წლის განმავლობაში, ეს არცერთ ხელისუფლებას არ უკადრია, თავში არავის გაუვლია, რომ დასავლური კურსი შეეცვალა. იკადრეს და აკეთებენ. პირველად არის, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმარი ჟურნალისტი ქალი. ციხეში გამოკეტილი მზია არის ყველა ჩვენთაგანის ელჩი მთელ მსოფლიოში.  ლიოსას აქვს სიტყვები- დიქტატურა იწყება მაშინ, როცა ხალხი სიჩუმეს ეჩვევა, ამ სიჩუმეს ეს რეჟიმი ვერ ნახავს. მიუხედავად იმის, რომ ამათ ჰგონიათ, რაღაც ტალღა გადააგორეს და კმაყოფილები არიან. ის რაც ხდებოდა დეკემბერ-ნოემბერში, სწორედ იმან მოიტანა ის სანქციები, მეობარი აქტი და ეს ყველაფერი მოიტანა ხალხის პროტესტმა, ამ ხალხის პროტესტი კიდევ ბევრ რამეს მოიტანს და ნურავინ იფიქრებს, რომ ქვეყანაში სიჩუმე იქნება, ვიდრე რეჟიმი ცდილობს დიქტატურის დამყარებას. ჩვენი ხმაურით აუცილებლად მოვიპოვებთ თავისუფლებას,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები