სიმართლის სილა ყველაზე ძლიერია, რომლის სიწითლესაც დგებუაძე მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებს-ელისო ჯარიაშვილი

28.05.25 00:46
სიმართლის სილა ყველაზე ძლიერია, რომლის სიწითლესაც დგებუაძე მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებს-ელისო ჯარიაშვილი

დარწმუნებული ვარ, ირაკლი დგებუაძეს ორივე ლოყა წითელი აქვს, რადგან სილა სიმართლის არის ყველაზე ძლიერი სილა, რომლის სიწითლესაც მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებს-ამის შესახებ “ფორმულას“ ჟურნალისტმა, ელისო ჯარიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ვერ გაიმარჯვებს “ოცნება“,  რადგან პირველი ვისთანაც ბრძოლა დაიწყო ივანიშვილმა იყო მედია და ბოლო იქნება მედია, რომელიც დანებდება“.

არ მეგულება არცერთი კაცი დედამიწაზე, რომელსაც ირაკლი დგებუაძის ადგილზე საკუთარი თავი მოეწონებოდა, დარწმუნებული ვარ, ორივე ლოყა წითელი აქვს, რადგან სილა სიმართლის არის ყველაზე ძლიერი სილა, რომლის სიწითლესაც მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებს. მინდა ვუთხრა მასაც და “ქართულ ოცნებასაც“, რომ მზიას წინააღმდეგ მათმა პროპაგანდამ ვერ იმუშავა და ამის ნათელი მაგალითი იყო, 26 მაისს, სპეციალურდ მოწყობილ სტენდზე, საიდანაც წერილებს მზია ამაღლობელს უგზავნიდნენ და რომ მივედი, არცერთი ცარიელი ფურცელი არ დამხვდა, რომ მისთვის წერილი მიმეწერა. ვერ გაიმარჯვებს “ოცნება“,  პირველი ვისთანაც ბრძოლა დაიწყო ივანიშვილმა იყო მედია და ბოლო იქნება მედია, რომელიც დანებდება,- განაცხადა ელისო ჯარიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები