8 სინდისის პატიმრის საქმე - ვინ გამოიკითხება დღევანდელ სასამართლო პროცესზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს 6 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, აქედან 5 ექსპერტი, რომლებმაც ამოღებულ ნივთებს მათ შორის მოლოტოვის კოქტეილებს ექსპერტიზა ჩაუტარეს და 1 გამომძიებელი, რომელიც პატიმრების დაკავების მონაწილეა.
სინდისის პატიმრების ადვოკატები იმედოვნებენ, რომ პროკურატურის მიერ დღეს მოყვანილ მოწმეებს მაინც ემსახხოვრებათ, ვინ იდგა მათ გვერდით მაშინ, როცა დაზიანებას იღებდნენ.
- ცნობისთვის, აქამდე რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესებზე მისულმა ვერცერთმა პოლიციელმა ვერ გაიხსენა და ვერ დაასახელა იმ პირების სახელი და გვარები, ვინ დაზიანების მიყენების მომენტში მათ გვერდით იმყოფებოდა.
სავარაუდოდ მოყვანილი ეყოლებათ დაზარალებული პოლიციელები და იმედს ვიტოვებ, რომ დღეს მაინც შეძლებენ, რომ თავიანთ მიცემულ ჩვენებებს და წერილობით დოკუმენტაციას არ შეეწინააღმდეგონ და ელემენტარული ის მაინც ახსოვდეთ, მათ გვერდით ვინ იდგა, როდესაც დაზიანებას იღებდნენ - ამბობს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.
წინა სხდომაზე დაკითხული ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, სახელს და გვარს არ დავასახელებ, თავის ჩვენებაში აფიქსირებდა ორ განსხვავებულ ინფორმაციას. ერთ შემთხვევაში ამბობდა, რომ ის ხედავდა ვინ ესროლა, რა თქმა უნდა იდენტიფიცირების გარეშე, მეორე შემთხვევაში ამბობდა, რომ ვერ დაინახა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიციელს, რომელსაც უკან აქვს მოხვედრილი მოულოდნელად ქვა, მას შეეძლო დაენახა ის პირი, რომეოლმაც მისი მისმართით გაისროლა ქვა. დაზიანება მიიღეს 28ში, 29ში და იმ დროისთვის ზვიად ცეხლაძე ფიზიკურად არ იყო თბლისში - ამბობს ადვოკატი დავით ჭიკაიძე
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.