"თქვენ იქ არ ყოფილხართ" - კასრაძე გამომძიებელს, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით, ის დააკავა
სინდისის პატიმრების პროცესი - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარემ პროცესზე მიიყვანა გამომიძებელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ მან დააკავა მსახიობი ვეფხია კასრაძე და გაჩხრიკა მისი ავტომანქანა.
- სასამართლოში ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
ივანე ფირცხალაიშვილის თქმით, კასრაძეს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და ყველაფერი "მშვიდ ვითარებაში ჩატარდა".
ჩემს მიერ დაკავებულ იქნა კასრაძე, განხორციელდა მისი პირადი ჩხრეკა, ჩატარებულ იქნა მისი ავტომანქანის ჩხრეკა. დაკავებულ იქნა 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, შუადღის საათებში, ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიერ, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებარე კიორპუსში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. გაურკვეველი მიზეზის გამო მან უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ვაწარმოეთ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც, არანაირი ვითარება არ არეულა. მშვიდ ვითარებაში ჩატარდა ყველაფერი", - განაცხადა ფირცხალაიშვილმა.
სიტყვის დასრულების შემდეგ გამომძიებელს ვეფხია კასრაძემ მიმართა და მას პირდაპირ უთხრა, რომ პოლიციელი მისი დაკავებისას იქ არ ყოფილა.
„ბატონო ივანე, თქვენ იქ არ ბრძანდებოდით, იქ ჩემი მეგობარი იყო, მას მოკიდეს ხელი, თქვენ ხართ ვეფხია კასრაძეო, მე ვერ მიცნეს. რა მეცვა მაშინ?“,- მიმართა გამომძიებელს ბრალდებულმა, რასაც ფირცხალაიშვილმა უპასუხა, რომ ის „სამუშაო ფორმაში იყო“
თქვენ ნამდვილად არ ბრძანდებოდით იქ, შემიძლია დავადასტურო - უთხრა სინდისი პატიმარმა მოწმეს.
ამის შემდეგ ივანე ფირცხალეიშვილს კითვები დაუსვა ადვოკატმაც და ჰკითხა, რა მდგომარეობაში იყო ბინა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა, რომ "სარემონტო მდგომარეობაში".
დამაზუსტებელ კითხვაზე, კონკრეტულად გაჯით გალესილი იყო თუ არა კედლები, ან რა მდგომარეობა იყო სახლში, რომელზეც გამომძიებელი ირწმუნებოდა, რომ ჩხრეკა ჩაატარა, ივანე ფირცხალეიშვილმა უპასუხა, რომ "არ ახსოვს".
- ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.