“თავისუფლება უჩა ქემაშვილს“ - სინდისის პატიმრების სოლიდარობა
“თავისუფლება უჩა ქემაშვილს“ - მსგავსი ბანერი აღმართა სასამართლო პროცესზე პოლიტპატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, 26 მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს.
ხელოსანს, რომელიც პროევროპული აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ალუჩას ურიგებდა, აქციის დასტულების შემდეგ დაადეს ხელბორკილები.
ოჯახის ინფორმაციით, კახეთიდან ჩამოსულ აქტივისტს პოლიცია აქციიდან წასვლის შემდეგ აედევნა, ვარკეთილში სახლთან მისულს კი ჩასაფრება მოუწყვეს. ქემაშვილს ახლა პატიმრობა, ან ჯარიმა ემუქრება.
უჩა ქემაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.