სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ბაჩიაშვილს და ყველას - ვეფხია კასრაძე
სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ბაჩიაშვილს და ყველას - ამ სიტყვებით დაასრულა დღეს სასამართლოში მისი მიმართვა სინდისის პატიმარმა, ვეფხია კასრაძემ.
კასრაძემ დღეს სასამართლოს პირდაპირ უთხრა, რომ რეჟიმის ტყვეების საქმე თეთრი საქმით არის ნაკერი და მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებმაც დაშინების შედეგად, ტყუილად ხელი არ დაადეს ოპოზიციონერ ლიდერებს, რასაც მისი თქმით რეჟიმი მათგან ითხოვდა.
ღირსეული ადამიანები აღმოჩნდნენ, რის გამოც მე უბედნიერესი ადამიანი ვარ და მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისთვის - განაცხადა ვეფხია კასრაძემ.
- სასამართლოში ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.
მისასალმებელია, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში იშვიათია ასეთი ფაქტები. მე რატომღაც ვერ ვიცანი ის პოლიციელი, რომელმაც დამაკავა. რაღაცები ძალიან არ დაემთხვა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი ესწრებოდა, შემთხვევით მოვიდა იქ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ პოლიციელებმა იცოდნენ, რომ მე უდანაშაულო ვიყავი. არანაირი მცდელობა არ ჰქონიათ, როდესაც ეს კადრები გავიდა მე ორი დღე მქონდა მე ამისთვის, არც მიმალვა მიცდია. მე ველოდებოდი, რომ დამიბარებდნენ და მე პასუხს გავცემდი. მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო და მე მინდა იცოდეთ, ბატონო მოსამართლე, რომ ეს ყველაფერი, არა მარტო ჩემი, ამ ახალგაზრდებისაც არის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რაც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების დაკავებას. რატომღაც ეგონათ, რომ ეს ახალგაზრდები გამოდგებოდნენ ისეთი უღირსები, რომლებიც ტყუილად ხელს დაადებდნენ დაშინების მიზნით, მაგრამ საბოლოოდ ღირსეული ადამიანები აღმოჩნდნენ, რის გამოც მე უბედნიერესი ადამიანი ვარ და მადლობა მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისთვის...
თუ შეიძლება, სოლიდარობას გამოვხატავ სოლიდარობა ყველას, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ბაჩიაშვილს და ყველას.", - განაცხადა ვეფხია კასრაძემ.
- ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.