"ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოვაჩინეთ" - ექსპერტები სინდისის პატიმრების სასამართლოზე

28.05.25 16:20
"ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოვაჩინეთ" - ექსპერტები სინდისის პატიმრების სასამართლოზე

სინდისის პატიმრების სასამართლოზე მიყვანილი ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ნივთიერება, რომელიც დაკავებულების სახლის და პირადი ჩხრეკის დროს გამოძიებამ ამოიღო, ექსპერტიზის შედეგად ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა. 

  • სასამართლოში ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

ჩავატარეთ ქიმიური ექსპერტიზა, სამ ცალ მოწიფრო ფერის მასალის ლურჯთავსახურიანი ბოთლები სითხეებით. ქიმიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებზე არ დაფიქსირდა რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი...

ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა, ვერ აღმოვაჩინეთ"- ამბობს ექსპერტი.

დღეს სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ სამხრაულის ბიუროს ექსპერტს, დემეტრე წინწკალაძეს, რომელიც ბრალდების მხარემ პროცესზე ჩვენების მისაცემად მიიყვანა ჰკითხა - რაიმე "მოლოტოვად" რომ კლასიფიცირდეს, ამისთვის რა ნიშნები უნდა ჰქონდეს აღნიშნულ ნივთიერებას?

ცეცხლაძემ წინწკალაძეს კითხვა დაუზუსტა - თქვენ მაგალითად ახსენეთ, ვინაიდან პლასტმასის ბოთლში იყო მოთავსებული აალებადად აღარ კლასიფიცირდაო და შუშის შემთხვევაში კლასიფიცირდებაო და რა ნიშნები უნდა ჰქონდეს ამისთვის? რაზეც ექსპერტის პასუხი ამგვარი იყო:

საშუალება უნდა იყოს, უნდა გაიშალოს, გაიკეთოს ცეცხლი, გამომდინარე აქიდან მას უნდა ჰქონდეს ფითილი, რომელსაც მოეკიდება ცეცხლი, უნდა ჰქონდეს ნივთიერება და უნდა იყოს წარმოდგენილი შუშის რაიმე კონტეინერი", - განაცხადა ექსპერტმა. 

  • ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

მსგავსი სიახლეები