კადრებში, რომელიც ახალ მინისტრთან შეხვედრას ასახავს, "ხარება" არსად ჩანს
კადრებში, რომელიც შინაგან საქმეთა ახალ მინისტრთან შეხვედრას ასახავს, გდდ-ს შეფი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" არსად ჩანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანან ზვიად ხარაზიშვილის მოადგილეებიც - სანქცირებული მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.
გელა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. შეხვედრაზე იმყოფებოდა გადადგარი ვახტანგ გომელაურიც.
გომელაურის გადადგომის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ "ხარებას". წყაროს ცნობით, თანამდებობიდან მიდის ვაჟა სირაძეც.