რა ეღირება ლარი ხვალ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7349 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0984 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 29 მაისს შევა ძალაში.