არსებული ინფორმაციით, საბურთალოზე კაცი დაჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, კაცს სხეულის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, შემთხვევის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.