"ოცნება", რომელიც პუტინის მითითებით მოქმედებს და ზღაპრები "დიფ სთეითზე" - რა გზავნილებით დატოვეს თბილისი ევროპელმა პოლიტიკოსებმა

28.05.25 20:30
 "ოცნება", რომელიც პუტინის მითითებით მოქმედებს და ზღაპრები "დიფ სთეითზე" -  რა გზავნილებით დატოვეს თბილისი ევროპელმა პოლიტიკოსებმა

"ოცნება რუსეთის და აზერბაიჯანის მეთოდებით მოქმედებს" - ამ გზავნილით ჩადის ბრიუსელში ევროპარლამენტის დელეგაციაა. თბილისში ნანახის შემდეგ,  ევროპარლამენტარები დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანას პუტინის და ავტოკრატი ლიდერების სახელმძღვანელოთი მართავს და ქვეყანას უფსკრულში მიაქანებს. 

ევროდეპუტატებმა რეჟიმს დღეს მხილების სერია მოუწყვეს. თქვეს, რომ "დიფ სთეითის "შესახებ კონსპირაციული თეორიები "ბავშვური ზღაპარია" და "ოცნების" თვითგამოცხადებული მთავრობა ევროპისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს.

რამდენიმე კვირაში ბრიუსელი საქართველოს შესახებ რეზოლუციას დაამტკიცებს. ანგარიში საქართველოს შეფასების შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე 4 ივნისს დამტკიცდება, შემდეგ კი კენჭეს პლენარულ სხდომაზე უყრიან. წინასწარი შეფასებით, ამ დოკუმენტში მოხვდება ყველა ის უმძიმესი მოვლენაა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ქართველ ხალხს  მოუწყო.

ევროპარლამენტარების ბრიფინგი - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები