აქცია თბილისში - კურიერები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
თბილისში, კურიერები აქციას მართავენ - "ვოლტსა" და "გლოვოში" დასაქმებულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
შეკვეთის მიწოდების სერვისზე მომუშვე ადამიანები დაბალ ტარიფებს აპროტესბენ, რის გამოც მათი თქმით, ბაზარზე უცხოელი მოქალაქეების მიერ კონკურენცია გაიზარდა, თავად კი შემოსავლის გარეშე რჩებიან.
კურეირებმა ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქცია გამართეს სპორტის სასახლესთან. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები აცხადებენ, რომ თუ პირობები არ გაუმჯობესდება, სერვისი ქართველი კურიერებისგან დაიცლება.
საკუთარი მოთხოვნების შესახებ კურიერებმა წერილიც დაწერეს და ირაკლი კობახიძის სახელზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გზავნიან.
გლოვოს კურიერი "პირველებთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუ შრომითი პირობები არ გაუმჯობესდება, კურიერებს ჯერ სამუშაოს, შემდეგ კი ქვეყნის დატოვება მოუწევთ.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
პრემიერის სახელზე გავაგზავნეთ მიმართვა, რომ დაგვეხმარონ კურიერებს გამოსავლის პოვნაში, მოახდინონ რეაგირება იმაზე, რომ ამდენი უცხოელი საქმდება საკურიეროში და ქართველებს ნელ-ნელა გვიშვეენ სამასხურებიდან, ხდება უმიზეზო დაბლოკვები, ცალკეული პირების აყვანა ოფისებში და დაშინება, რომ ხმა არ ამოიღონ. დაწიეს ტარიფები, 2 ლარამდე ჩამოიყვანეს და იძულებული ვხდებით უკვე, რომ ნელ-ნელა წავიდეთ საკურიეროდან და საკურიეროდან რომ წავალთ, იძულებულები ვიქნებით ქვეყნიდანაც წავიდეთ. ამიტომ მოგმართავთ, რომ რაიმე რეაგირება მოახდინეთ და რაღაც შრომითი სტანდარტები შემოიღეთ. პროტესტის გამო ცალკეულად აჰყავთ ოფისებში და ემუქრებიან, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. და მერე აღარც შეკრებებზე აღარ მოდიან, სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.
კურიერები საუბრობენ იმაზეც, რომ "გლოვოში" დასაქმებული უცხოელები სავარაუდოდ უკანონოდ შემოდიან საქართველოში.
აქციის მონაწილეები საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.
ცნობილია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მოთხოვნების ჩაბარების შემდეგ, ისინი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.