ბუზმარეთის ტაძართან კათოლიკე სასულიერო პირებს პოლიციელები არ უშვებენ

29.05.25 13:35
ბუზმარეთის ტაძართან კათოლიკე სასულიერო პირებს პოლიციელები არ უშვებენ

თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მდებარე ბუზმარეთის კათოლიკურ ტაძართან კათოლიკე სასულიერო პირებს პოლიციელები არ უშვებენ - ამის შესახებ ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს

სამართალდამცველები კათოლიკე სასულიერო პირებს მიზეზად საფრთხეებს უსახელებენ, თუმცა რა ტიპის, ამას არ აკონკრეტებენ. 

"3 საათამდე ვერ ახვალთ მღვდლები, იქ მართლმადიდებლური წირვა ტარდება და საფრთხეს ვხედავ!" - უთხრა კათოლიკე სასულიერო პირებს პოლიციამ.

მათივე თქმით, ხალხს შეუძლია მართლმადიდებლურ ტაძარში ავიდეს, მაგრამ კათოლიკე მღვდლებს არა.

მსგავსი სიახლეები