ბიზნესმენის გატაცების საქმე - ვინ იმყოფებოდა ავიახომალდზე გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად?

29.05.25 15:53
ბიზნესმენის გატაცების საქმე - ვინ იმყოფებოდა ავიახომალდზე გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად?

ვინ იმყოფებოდა "აირზენას" კუთვნილ ავიახომალდზე გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად - ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია. 

განმარტება ბიზნესმენის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელებულ ავიაკომპანიას ჯერ არ გაუკეთებია. 

  • ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი, სანქცირებული თამაზ გაიაშვილია
  • მისი სახელი ირაკლი ღარიბაშვილის  ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წასვლის სკანდალს უკავშირდება. 

გიორგი ბაჩიაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის დავით ჯანდიერის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ხომალდზე მარტო არ იმყოფებოდა.

ამასთან, იურისტი პირდაპირ ამბობს, რომ ბიზნესმენის დაკავება არ იყო კანონიერი და არ განხორციელებულა ფორმალური პროცედურების დაცვით.

  • მან გააკეთა განცხადება, რომ დანაშაულებრივ ოპერაცია განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისად იქ მხოლოდ ბორდგამცილებელები უბრალოდ ვერ იქნებოდნენ - ამბობს დავით ჯანდიერი. 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა გარკვეულ ლოკაციაზე. შემდგომ მოხდა ლოკაციის შეცვლა და შემდგომ მოხდა სწორედ აი ამ თვალებახვეულ მდგომარეობაში მისი ტრანსპორტირება თვითმფრინავთან, მიმდებარე ტერიტორიაზე. ხომალდი წარმოადგენდა "აირზენას". ეს მას ჩენთან საუბრისას აქვს  ნათქვამი. ის მარტო არ იმყოფებოდა.

მან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს წარმოადგენდა ოპერაციას, დანაშაულებრივ ოპერაციას, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისად იქ ბორდგამცილებელები უბრალოდ ვერ იქნებოდნენ მხოლოდ. ეს შემიძლია გითხრათ ერთმნიშვნელოვნად, რომ ის არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე. არავითარი მწვანე ზოლი, არავითარი საზღვრის უკანონო კვეთა. ეს არის უბრალოდ ტყუილი.

რაც შეეხება ამ გარემოებებს, რაზეც ჩვენ ვთქვით, მან დღეს გააკეთა განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ, თუმცა აი აქ უკვე ხელისუფლებაზე გადადის მტკიცების ტვირთი. სავარაუდოდ დანაშაული, რომელზეც მას ჰქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არ წარმოადგენს ვინმე ერთ პირთან დაკავშირებულ ქმედებას, არამედ ეს წარმოადგენს ჯერ ერთი ქმედებათა ჯაჭვს და გარკვეულ ჯგუფს, რომელიც მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო შეთანხმებების და მათ შორის სხვადსხვა იმ რეგულაციების საწინააღმდეგოდ, რომლებიც სავალდებულოდ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ არავითარი სამართლებრივი პროცედურები არ ყოფილა განხორციელებული, ის არ იქნა გადაცემული კანონიერად ერთი სახელმწიფოსგან მეორე სახელმწიფოსთვის. მთელი ეს მოვლენები ასახავს მხოლოდ დანაშაულს, დანაშაულს და დანაშაულს", - აცხადებს ჯანდიერი. 

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს - სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს სასამართლოში გააკეთა.   

მსგავსი სიახლეები