ბიზნესმენი, რომელიც კლდეზე კორპუსს აშენებს, ამტკიცებს რომ უკანონოს არაფერს აკეთებს

29.05.25 17:42
ბიზნესმენი, რომელიც კლდეზე კორპუსს აშენებს, ამტკიცებს რომ  უკანონოს არაფერს აკეთებს

ბიზნესმენი, რომელიც კლდეზე კორპუსს აშენებს, ამტკიცებს, რომ  უკანონოს არაფერს აკეთებს. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი კითხვაზე, თუ როგორ მოიპოვა სამშენებლო ნებართვა დუმს. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგების თქმით, მეწყერსაშიშ ზონში მდებარეობს. 

პოლიტიკოსი "პირველებთან" მხოლოდ იმას ამბობს, რომ არანაირი სტიქიური საფრთხე არ არსებობს, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და კომპანია უპასუხისმგებლოს არაფერს აკეთებს.

კომპანიას მიმართეთ და ყველაფერზე გიპასუხებენ. კომპანიას მე არ ვმართავ, არავითარი მეწყერ-საშიში ზონა მანდ არ არის. არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ"- თქვა მან. 

  • მინდელის ქუჩის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსებს "თეთრი კვადრატი" აშენებს - სამშენებლო სამუშაოებს კი "ბიქეი ქონსთრაქშენი" ახორციელებს.
  • "თეთრი კვადრატის" 50 %-იანი წილის მფლობელი "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილია. ის კახა კალაძის ახლო გარემოცვის წევრად მიიჩნევა. 

კალაძის პოლიტიკური მემკვიდრეობა იქნება ის ურბანული გენოციდი, რომელსაც ის უწყობს თბილისს და თბილისელებს. ეს პროექტიც და მიმდებარე ტერიტორიაც არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია. კალაძეს და "ქართულ ოცნებას" ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ამ მიტაცებული ტერიტორიების იმისათვის გამოყენება, რომ გამდიდრნენ და ასეთი ტიპის მშენებლობებით მოითბონ ხელი - ამბობს კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, საბა ბუაძე  

ერთიანობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლილე ლიპარტელიანის თქმით, "ოცნების" დეპუტატებს ტერიტორიები აქვთ განაწილებული და იქ სხვებს მშენებელობის უფლება არ აძლევენ.

გადაინაწილეს ფაქტობრივად ტერიტორიები, გადანაწილებულია და როგორც შთაბეჭდილება მრჩება ესე არის, რომ ეს ტერიტორია, ნაფეტვრები, უნივერსიტეტის ტერიტორია და ა.შ არის ბერეკაშვილის. მისი ხელი ადევს და სხვა ვერავინ ვერ "იმშენებლებს" იმ ტერიტორიაზე. ყოფილი სპორტული კომპლექსი, ნაფეტვრების მარცხენა ვერის ხეობის ძირში თუ ეს იქნება "გრინ ქეფითალის" ყოფილი 115 კვადრატული მეტრის მშენებლობა. ეგეც უკვე "თეთრი კვადრატის" და ბერიკაშვილის ხელშია და ესეც, ძოწის ქუჩაზეც ჩამოერთვათ კომპანია "ჰოგვარტს" და გადაეცა ბერიკაშვილს - ამბობს ერთიანობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლილე ლიპარტელიანი

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე  კორუფციულ გარიგებებზე მიუთთითებს და ამბობს, რომ ბერეკაშვილის პრივილეგიები სწორედ იმით აიხსნება, რომ ის ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

ბერეკაშვილი ახლა არ გამხდარა პრივილეგირებული. პრივილეგირებული იყო წლების განმავლობაში, იმიტომ, რომ მისი ოჯახის წევრები და თვითონ ბერიკაშვილიც ახლა უკვე ამჟამად არიან "ქართულ ოცნებაში" მყოფი ადამიანები, შესაბამისად, მას თუ თბილისის მასშტაბით და საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ნებართვა დასჭირდება მშენებლობაზე, ეს ნებართვა იქნება. ანუ "ოცნებაში" მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს ფულის შოვნის იდეა, შესაბამისად, კი, ბერიკაშვილიც დაახლოებულია, იმიტომ, რომ შოულობს ფულს და ამ მოგების რაღაც გარკვეული ნაწილი მიდის "ქართულ ოცნებაში" -  ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძე

მსგავსი სიახლეები