კურიერების პროტესტი - რა მოთხოვნები აქვთ "გლოვოსა" და "ვოლტზე" დასაქმებულებს
ხუთშაბათი დღე კურიერებმა პროტესტის დღედ გამოაცხადეს - დღეიდან ხუთშაბთობით საკურიერი მომსახურებები გლოვოსა და ვოლტზე შეფერხებებით იქნება, რადგან კურიერები საპროტესტო მსხვლელობებს გეგმავენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ანაზღაურების მკვეთრი ვარდნის შემდეგ კომპანიებმა დასაქმებულების მოთხოვნები ტარიფების დაბალანსების შესახებ არ დააკაყოფილეს.
კურიერები ფიქრობენ რომ გლოვომ და ვოლტმა მათი ანაზღაურების ტარიფები ხელოვნურად შეამცირა, დაბალ ანაზღურებაზე კი უცხოელები დაასაქმა, რომლებიც შეკვეთებს მინიმუმ ფასად იღებენ. შედეგად კურიერები აცხადებენ, რომ სამუშაო სტანდატები ირღვევა და იძლებულები გახდებიან, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანა დატოვონ.
მოთხოვნები კურიერებმა დღეს საპროტესტო აქციაზე გაახმოვანეს, წერილი გაგზავნეს კანცელარიაშიც, ირაკლი კობახიძის სახელზე.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.