ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს
ნიკა მელია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. “ტვ პირველის“ ჟურნლალისტის ინფორმაციით, ამ დრომდე, კვლავ გაურკვეველია, რა ბრალდებით დააკავეს ოპოზიცონერი ლიდერი, რადგან, ყველასთვის ცნობილია, რომ მას გირაოს გადახდის ვადა ღამის 12:00 საათზე ეწურებოდა.
ნიკა მელიას პროცესი ხვალ 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, პოლიტიკოსი სასამართლოში მისვლას არ აპირებდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი უდასტურებს.
როგორც კონდახაშვილი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა.
იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ "ცვლილებისთვის" ლიდერი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული, რათა მელიას ხვალინდელ პროცესზე დასწრება აიძულონ, რომელზეც პოლიტიკოსს საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ დასწრებას არ აპირებდა