პროტესტის 183-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

29.05.25 22:03
პროტესტის 183-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროტესტის 183-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

 

მსგავსი სიახლეები