რასაც ვამბობდით, დასტურდება, ნიკა არის ჩასაფრება მოწყობილი და გატაცებული-ნიკა გვარამიამ მელია მოინახულა

30.05.25 01:09
რასაც ვამბობდით, დასტურდება, ნიკა არის ჩასაფრება მოწყობილი და გატაცებული-ნიკა გვარამიამ მელია მოინახულა

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მყოფი ნიკა მელია მოინახულა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, რასაც მანამდე ამბობდა, დადასტურდა და ის არის “ჩასაფრება მოწყობილი და გატაცებული.“

რასაც ვამბობდით, დასტურდება, ნიკა არის ჩასაფრება მოწყობილი და გატაცებული. ადამიანი ჩასვეს არა პატრულის მანქანაში, არამედ იმ მარშუტკაში, ხალხს რომ სცემენ. ნიკასთან დაკავშირებით ძალადობას ადგილი მარშუტკაში არ ჰქონია, უბრალოდ, დროდადრო ვიდეოებს უღებდნენ და აგზავნიდნენ. ფიზიკური ძალადობით აიყვანეს, მიუხედავად იმის, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ. იქ კი წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, არც შეთავაზებას, გადმოჯექი. მისი ტელეფონი წაართვეს და ცდილობდნენ გაეხსნათ, თუმცა, ვერ მოახერხეს. ეს არის ორკესტრირებული ამბავი, რომელიც იწყება პროკურატურის პროცესის გადატანის მოთხოვნით, რომელიც გრძელდება მოსამართლე შვანგირაძის მოქმედებით, რომელმაც ხვალამდე გადადო საქმე და გვირგვინდება პოლიციის ძალადობრივი ქმედებით,-განაცხადა გვარამიამ. 

შეგახსნებთ, რომ ნიკა მელია დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები და ნიკა მელიას დაცვის წევრები ჰყვებიან, რომ დაკავების ოპერაციაში ასობით პოლიციელი მონაწილეობდა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები

მსგავსი სიახლეები