იზოლატორთან, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა - ადგილზე მიიყვანეს საპოლიციო ავტობუსებიც
დიღმის იზოლატორთან, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა - ადგილზე ასევე მიიყვანეს საპოლიციო ავტობუსები და მარშუტკებიც, რომლებიც სამართალდამცველებით არის გადავსებული.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, იზოლატორთან არიან გდდ-ს სპეცრაზმელები და კრიმპოლიც.
ასეთი მობილიზება, სავარაუდოდ დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის ეტაპირებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
სრული მობილიზება აქვს შსს-ს გამოცხადებული. წყლის ჭავლის მანქანაც კი ჰყავთ მოყვანილი. ალბათ, დაუჯერებელია, ამ კადრებს ხალხი რომ ნახავს, თუ დაიჯერებს, პოლიციის ამდენი ოდენობა რომ გვყავდა. ეს მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა და არა სიძლიერის. რაც შეეხება ნიკა მელიას, მე მას ეს ინფორმაცია გადავეცი შიგნით, რაზეც უბრალოდ გაეღიმა. დრეს ფაქტია, რომ მთავარ სახელწმიფოებრივ საკითხადა რეჟიმმა აქცია, ნიკა მელიას დაკავება", - ამბობს ნიკა მელიას თანაგუნდელი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
"პირველების" ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა.