დროა, რეჟიმმა მიტაცებული ხელისუფლება დათმოს! - ჯგუფი "ფარი" 15 ივნისს კანცელარიასთან აქციას აანონსებს
ჯგუფი "ფარის" 15 ივნისს კანცელარიასთან აქციას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თავდგირიძე მიიჩნევს, რომ დროა, რეჟიმმა მიტაცებული ხელისუფლება დააბრუნოს და არალეგიტიმური მმართველობა დაასრულოს.
ჩვენ 15 ივნისს მივალთ კანცელარიასთან! დროა, მიტაცებული ხელისუფლება დათმონ და არალეგიტიმური მმართველობა დაასრულონ!
პუტინმა შექმნა ყველაზე სასტიკი სიკვდილის კონვეირი.
საქართველო სიკვდილის მანქანის მხარდამჭერთა სიაშია.
ჩვენ, ომის შიშით, მშვიდობის მხარდაჭერის ფსევდოლოზუნგით, ისტორიის სამარცხვინო მხარეს ვართ. შიში და სიბრიყვე არ გვაძლევს საშუალებას, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, რუსეთის მოკავშირეობა გადახაზავს ყველაფერს, რითიც ვამაყობთ.
მე არ მინდა ასეთ რეალობას შევეგუო. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ, უბრალოდ, ვალდებული ვართ, ისტორიის წინაშეც და მომავლის წინაშეც ვალდებული ვართ, შევცვალოთ სამარცხვინო რეალობა!პრინციპის ამბავია, ღირსების და თავმოყვარეობის ამბავია, არ დავემორჩილოთ ბომჟების ნებას!
ჩვენ 15 ივნის მივალთ კანცელარიასთან! ბომჟების მარიონეტები ძალიან დაყოვნდნენ საქართველოში!დროა, მიტაცებული ხელისუფლება დათმონ და არალეგიტიმური მმართველობა დაასრულონ!
კობახიძის კოლაბორაციულ დაჯგუფებას ბატონის უფრო ეშინია, ვიდრე ამ ქვეყნის ნამდვილი პატრონების.
ეს რეალობაც უნდა შევცვალოთ!
თან კარდინალურად.
ერთად ყველაფერი გამოგვივა!- გიორგი თავდგირიძე
ჯგუფი ფარი
ერთობის წევრი