საქალაქო სასამართლოში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

30.05.25 13:20
საქალაქო სასამართლოში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

 

 

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები საქალაქო სასამართლოში - ადგილი, სადაც ზუსტად 14:00 საათზე ნიკა მელიას პროცესი უნდა დაიწყოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებააა.

  • კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესეით დააკავეს, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

"პირველების" ინფორმაციით, ანდრონიკაშვილის ქუჩაში შსს-ს გაყვანილი ჰყავს, როგორც საპატრულო, ისე კრიმპოლის და გდდ-ს თანამშრომლები.  ადგილზე იმყოფება თბილისის პოლიციის უფროის, ლაშა გოგნიაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადგილზე წესრიგს იცავენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

"პირველების" ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

მსგავსი სიახლეები