ვის უგზავნიდნენ დაკავებული ნიკა მელიას ვიდეოებს? - რას ამბობს პოლიციის მაღალჩინოსანი

30.05.25 13:34
ვის უგზავნიდნენ დაკავებული ნიკა მელიას ვიდეოებს? - რას ამბობს პოლიციის მაღალჩინოსანი

 

 

"პირველების" ინფრომაციით, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაში თბილისის პოლციის შეფთან ერთად, დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოდაგილე, გიორგი სამარღანიშვილიც მონაწილეობდა . დღეს მას კითხვები "პირველების" ჟურნალისტმა დაუსვა და ჰკითხა, რატომ უღებდნენ ნიკა მელიას "დაკავების მარშუტკაში" ვიდეობს და ვისთან იგზავნებოდა ის. 

არავის არ გაუტაცებია? მიბრძანდით... ვლაპარაკობ და მეჩრებით. ვიდეოს ვის ვუგზავნიდით? არავის არ ვუგზავნიდი", - ამბობს გიორგი სამარღანიშვილი. 

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

რა ვიცით გიორგი სამარღანიშვილზე: 

სამარღანიშვილი "სევასტოპოლის" (რჩეულიშვილის ქუჩა) პოლიციის განყოფილების შეფი იყო იმ დროს, როდესაც ხორავას სისხლიანი ტრაგედია მოხდა და გავცრელებული ცნობებით, სწორედ ამ პოლიციის განყოფილებაში ხდებოდა მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლა. 

ის შემდეგ დააწიანაურეს და ახლა თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოდაგილეა - სწორედ ეს სამმართველო ფიგურირებს კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებული წევრი, საბა სხვიტარაძის საქმეში - საუბარია მირიან ქავთარაძესა და მის "ბანდაზე".

გიორგი სამარღანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილის ძმაა. "შაბათის ეთერსი" ინფორმაციით, სწორედ ნიკოლოზ სამარღანიშვილი ხელმძღვანელობდა გდდ-ს შეფ ზვაიდ ხარაზიშვილთან ერთად 2 თებერვალს, თბილისი მოლთან ხალხის დარბევებს.

მსგავსი სიახლეები