ნიკა მელია სასამართლოს სხდომათა დარბაზშია - პირველი კადრები
ნიკა მელია სასამართლოს სხდომათა დარბაზშია - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს პროცესზე.
ოპოზიციონერი ლიდერის საქმის განხილვა სასამრთლოს მე-12 დარბაზში გაიმართება, სადაც უკვე იმყოფება დაცვის და ბრალდების მხარე.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესეით დააკავეს, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.