ველოდები და მზად ვარ, რომ დამაკავებენ-თორნიკე სხვიტარიძის პირველი კომენტარი

30.05.25 15:30
ველოდები და მზად ვარ, რომ დამაკავებენ-თორნიკე სხვიტარიძის პირველი კომენტარი

მოსამართლე ნინო ენუქიძემ  პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული, თორნიკე სხვიტარიძე 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა თავად სხვიტარიძისთვის.

როგორც ის ამბობს, თავიდანვე იცოდა ყველამ, რომ პატიმრობას მოითხოვდნენ და დააკავებდნენ.

რაღაც დამამძიმებელი გარემოებები გამოიკვეთაო, თურმე, ვდევნი და მე დავდევ მირიან ქავთარაძეს, როცა თვითონ მიჩივლა და მოწმეებად მოიყვანა ის ადამიანები, რომლებიც საბას წამებაში ფიგურირებენ. ველოდები და მზად ვარ, რომ დამაკავებენ, თავიდანვე ვიცოდით ყველამ, რომ პატიმრობას მოითხოვდნენ და დამაკავებდნენ,- ამბობს თორნიკე სხვიტარიძე.

თორნიკე სხვიტარიძეს და ანი ქავთარაძეს ედავებიან იმას, რომ მათ მირიან ქავთარაძეს მიმართეს შემდეგი სიტყვებით: „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.

მსგავსი სიახლეები