თითოეული ცრუ მოწმე და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას, კანონის შესაბამისად დაისჯება-ქავთარაძე

30.05.25 15:30
თითოეული ცრუ მოწმე და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას, კანონის შესაბამისად დაისჯება-ქავთარაძე

პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის "გვარის შემარცხვენელის" წოდების გამო,  პარტია “ახალის“ წევრი ანი ქავთარაძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. 

ქავთარაძე დარწმუნებულია, რომ “მოვა დრო, როცა ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს და თითოეული ცრუ მოწმე და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილოებას, კანონის შესაბამისად დაისჯება“.

მობილიზებული იყო არანორმალური რაოდენობა ძალოვანების და თორნიკე სხვიტარიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორჯერ წამებული პატიმრის ძმა დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს და მათ დედას, პასუხიც არ გასცეს, როგორ შეიძლება გააგრძელოს ამ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს და თითოეული ცრუ მოწმე და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილოებას, კანონის შესაბამისად დაისჯება-განაცხადა ანუ ქავთარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო, ამავე საქმეზე ბრალდებულ ანი ქავთარაძეს 5000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები