მზია ამაღლობელის საქმე - ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი ამბობს, რომ დგებუაძეს ტკივილი არ განუცდია

30.05.25 16:50
მზია ამაღლობელის საქმე - ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი ამბობს, რომ დგებუაძეს ტკივილი არ განუცდია

მზია ამაღლობელის საქმე - დღეს სასამართლოში ჩვენება მისცა ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტმა. ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ამსახველი ვიდეო მასალის შესწავლის შემდეგ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თათია ანდღულაძე აცხადებს, რომ მასალაში არ ჩანს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა ტკივილი ნამდვილად განიცადა, როგორც ამას თავად ამტკიცებს.

"ვიდეოებს, მე რასაც ვუყურე და რაც შევისწავლე პაციენტს (ირაკლი დგებუაძე რედ) არ აღენიშნება ფიზიოლოგიური ტკივილი - მე ამაში დიდი გამოცდილება მაქვს, ყოველდღიურად ვმართავ ტკივილებს, მწვავეს, ქრონიკულს, ტრავმული ხასიათის სიმპტომატიკის დიფერენცირებაც მიწევს, იმიტომ რომ ხშირია დაცემები, ყბების მოტეხილობა და ა.შ და აქ არ იკვეთება არც ერთი მათგანი გარდა თავდაცვისა. ერთმნიშვნელოვნად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აქ ტკივილი არ აღქმულა", - თქვა თათია ანდღულაძემ.

სპეციალისტმა სხდომაზე ისაბრა მიმიკური რეაქციაზე, მოტორული რეაქციაზე, ხმოვანი რეაქციასა და ქსოვილოვან დაზიანებაზე, რომელიც მისი თქმით, ტკივილის სუბიექტური ბუნებაა.

მან ასევე თქვა, რომ დარტყმის ძალის განსაზღვრა დარტყმისას გამოცემული შეუძლებელია და ამის საილუსტრაციოდ სახეში რამდენჯერმე გაირტყა ხელი "ხომ აქვს ხმა? მაგრამ არ მტკივა" - თქვა მან და პროკურორს უპასუხა, რომ ობიექტური ტკივილის გამოხატულებისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია მოტორული რეაქცია მაგალითად მაგიდას ხელს გაკრავენ და ეტკინებათ, პირველი რასაც მოიმოქმედებ იქნება ის, რომ ამ მტკივნეული ადგილისკენ წაიღებენ მეორე ხელს.

თათია ანდღულაძემ ასევე დაამატა, რომ "თუ ბატონ ირაკლი დგებუაძეს ეტკინა უნდა ყოფილიყო დაზიანებები, ცოტა ეტკინა არ ხდება - ნერვი მუშაობს ამ პრინციპით ან სტკივა ან არ სტკივა, ტკივილი მერე ვერ განვითარდება".

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი - ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასა ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილს, ეს არის ეს მოძრაობა (თავად აღწერს რა ტიპის მოძრაობა უნდა ყოფილიყო). თუ ტკივილი ხანგრძლივი ხასიათის არის, მაშინ ადამიანი შეიძლება ჩაიკეცოს, მე აქ კვანტურ მედიცინაზე არ ვსაუბრობ, ეს ყველა ჩვენგანს გამოუცდია. ანუ ჩვენ ამ ვიდეოში რას ვხედავთ, ბატონი ირაკლის, მზიას სილის გაწვნის შემდეგ აღენიშნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რეაქცია ეს არის თავდაცვა, კადრში ხედავთ რომ უკან იხევს ეს არის თავდაცვა, ესეც თანდაყოლილია, არის ასევე შეძენილი რაც სპორტსმენებს აქვთ კარგად განვითარებული, განსაკუთრებით "ბოქსიორებს", ან წრეში ბურთის ყველა გვითამაშია და ბურთი რომ მოდის ცდილობ აიცილო", თქვა თათია ანდღულაძემ და განაცხადა რომ კადრში ნანახის მიხედვით ირაკლი დგებუაძე ტკბილის დასტურ მოქმედებას არ გამოხატავს".- განაცხადა ანდღულაძემ. 

პირველი ქართველი პოლიტპატიმარი ქალი ჟურნალისტის საქმის განხილვას დღეს ესწრება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვიც. 

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მსგავსი სიახლეები