პროტესტი ილიაუნთან - ახალგაზრდები პატიმრობაში გაშვებულ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ
ილიას სახელმწიფო უივერსიტეტთან ახალგაზრდები იკრიბებიან. მოქალაქეები მხარდაჭერას უცხადებენ აქტივისტებს, რომლებიც მარიამ ლაშხისთვის "მონის"და ძახების გამო მოსამართლემ დღეს პატიმრობაში გაუშვა. საუბარია 19 და 20 წლის გოგოებზე, ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილზე, რომლებსაც რეჟიმმა 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ახალგაზრდები ასევე სოლიდარობას უცხადებენ სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმასაც, რომელსაც მოსამართლემ ასევე დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ეს ადამიანები არიან 19-20 წლის სტუდენტები. მიზეზები, რის გამოც ისინი დააკავეს, ძალიან სასაცილოა. როგორც ჩანს, მარიამ ლაშხი საბოლოოდ გარუსდა, იმიტომ, რომ "ძირს რუსეთის დამპალ იმპერიას" უკვე პირად შეურაცხყოფად იღებს. შესაბამისად, მათი ქმედებები გასაკვირი აღარ არის. შეიძლება, ბევრი ადმაიანი წაიყვანონ, მაგრამ ჩვენ ამით ვერ გაგვაჩერებენ, - ამბობს აქტივისტი.
მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. ისინი საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრებიან.