რეჟიმმა სინდისის პატიმრების საქმეების პროკურორები დააჯილდოვა
ტვ პირველის ინფორმაციით, სასტუმრო "ამბასადორ" კოპლექსში გახმაურებული საქმეების ცნობილი მრაბლდებლები არიან შეკრებილები. მოსამართლეების მძიმე გამოცდილების შემდეგ პროკურორებმა საქეიფოდ ადგილი თბილისიდან შორს შეარჩიეს.
მანამდე კი იყო ჯილდოების ჩამორიგება. დააჯილდოვეს სინდისის პატიმრების პროკურორები. განსაკუთრებული ჯილდო მიიღო ანი ხუბეჯაშვილმა, ის, ვინც 21 წლის მათე დევიძე ციხეში გაუშვა. ჯილდო ერგო სანქცირებულ ვაჟა თოდუასაც. მისი ხელში გაიარა სინდის პატიმრის არაერთმა საქმემ.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რეჟიმი მათ სამსახურში მყოფ პროკურორებს მწვანე შუქს უნთებს და ტაშს უკრავს,
ამ ადამიანებს, უბრალოდ, ეუბნებიან, რომ აკეთეთ ნებისმიერი ცუდი საქმე, ჩვენ ამისთვის ტაშს დაგიკრავთ და რაღაცნაირად მწვანე შუქი აუნთეს. იგივე იყო ის ორნების დარიგება მოძალადეებისთვის, ახლა საქმეების შემკერავ პროკურორებს ტაშს უკრავენ. თამამად ვიტყვი, რომ ერთ დღეს იმ ორდენებსაც გადავუდნობთ და შესაბამის ყალიბებსაც გამოვუყვანთ და ამ რაღაცა სერტიფიკატებს და მადლობებს გადავახევ აუცილებლად თავზე, - ამბობს სინდისის პატიმრის ნიკა კაციას ძმა.
სინდისის პატიმრის საბა სხვიტარიძის დედა ამბობს, რომ რეჟიმის ახლა პროკურორებს ახალსებს, რათა მათ დავალებების შესრულებაზე უარი არ თქვან.
ამით ახალისებენ პროკურორებს, რომ სადღაც მაგათმა ადამიანურმა ნამუსმა არ გაიღვიძოს ალბათ და რამეზე უარი არ თქვან და ვითომ ამით წინ წაგდებულ საქმეს უკეთებენ, უმატებენ თანამდებობას, სახელს უხვეჭავენ.ე ს არის ჩვეულებრივი დადგმული სცენარი. ძალიან კარგად იციან,რ ომ დიდ გემში არიან სულყველა და ძალიან მალე ჩაიძირებიან, - ამბოსბ ელენე ახობაძე.