პროტესტის 184-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
საქართველოში უწყვეტი პროტესტის 184-ე დღეა - დედაქალაქის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეებს, რომლებმაც საავტომობილო გზა დაიკავეს, ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან დაძრული საპროტესტო მარშიც შეუერთდა.
თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.