დღევანდელ მოსამართლეებს ინტერნეტს, კომპიუტერებს და იმასაც კი უკონტროლებენ, თუ ვინ რა საიტზე შედის - ახვლედიანი
დღევანდელ მოსამართლეებს ინტერნეტს, კომპიუტერებს და იმასაც კი უკონტროლებენ, თუ ვინ რა საიტზე შედის, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმს მოქმედი მოსამართლეები იმდენად ჰყავს კლანჭებში მოქცეული, რომ ისინი საკუთარი აზრითაც კი ვერ განსაზღვრავენ, ვის მიესალმონ და ვის არა.
დღევანდელი მოსამართლეები იმასაც კი ვერ განსაზღვრავენ, ვის მიესალმონ და ვის არა. შეიძლება ვინმემ ჰკითხოს, რატომ, რა კავშირი გაქვს. უკონტროლებენ ინტერნეტს, რა საიტზე შედიან, რას აკეთებენ. ზუსტად ვიცი, რომ მოქმედი მოსამართლეების კომპიუტერები კონტროლდება. არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც მოსამართლე ამ ტიპის (პოლიტიკურად მოტივირებულ) გადაწყვეტილებებს იღებს. ზოგი მოისყიდეს, ზოგმა იოლი წარმატება არჩია... საღად მოაზროვნე ადამიანი ამ ტიპის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს არა იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს უჭერს მხარს, არამედ იმიტომ, რომ სამართლებრივად ამის გაკეთება არ შეიძლება". - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.