საპროტესტო აქცია ნატანებში - "ფოლად იოლის" საწარმოში დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
საპროტესტო აქცია გაიმართა გუშინ ნატანებში - "ფოლად იოლის" საწარმოში დასაქმებული ადამიანები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. 200-მდე მშრომელი ამბობს, რომ მათ უკვე ექვსი თვეა ყოველთვიური სარგო არ მიუღიათ.
გამაფრთხილებელი აქციის გაფიცულმა მონაწილეებმა, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური საავტომობილო გზაც გადაკეტეს. პროტესტის შემდეგ, როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეებმა თურქული კომაპნიისგან დაპირება მიიღეს, რომ რომ დასაქმებულებს ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო სამშაბათისა, ან ბაირამის დასრულების შემდეგ გადაუხდიან.
საწარმოში დასაქმებული არიან საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომელთა შრომითი უფლებები, როგორც ადვოკატი ამბობს, სისტემატურად ირღვევა.