სარემონტო სამუშაოების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები წესდება
სარემონტო სამუშაოების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები წესდება", - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ106 (გუდაური-კობი) მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 2025 წლის 31 მაისის 12:00სთ-დან 18:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია," - წერია განცხადებაში.