"სირცხვილია" - სინდისის პატიმრების მშობლები ირაკლი კობახიძეს პასუხობენ
"სირცხვილია" - ასე პასუხობენ სინდისის პატიმრების მშობლები ირაკლი კობახიძეს, რომელიც დღეს ამტკიცებდა, სტუდენტები, რომელებიც მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ციხეში გაუშვეს, დასაკავებლები იყვნენ.
ეს ორმაგი სტანდარტია - აცხადებენ დედები, ვისი შვილებიც უკვე თვეებია უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
სინდის პატიმრების მშობლები ამბობენ, რომ თუ მარიამ ლაშხი დედაა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, რატომ ისჯებიან მათი შვილები მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ.
- მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
ჩვენ ჩვენი შვილები ღობის ძირას არ გვიპოვია. ჩვენც გავზარდეთ. პირადად ჩემი შვილი ისე აწამეს, რომ თვითონაც გვერდი ვერ აუარეს და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. როგორ ჩემი შვილი, შვილი არააა. მეორე შვილი დამიპატიმრეს გუშინ 39 სიცხიანი წაიყვანეს პატივი მცეს და 5 დღიან პატიმრობაში. 5 დღე სახლში ლოგინში დავაწვენდი თუ იზოლატორში დაწვებოდა ჩემი შვილი, მნიშვნელობა ჰქონდა. ყველას მივადგებით მარიამ ლაშხსაც, კობახიძესაც, კალაძესაც, მდინარაძესა და ასშ. აუცილებლად შეწუხდებიან და აუცილებლად თავიანთი შვილები გამოუტანენ მაგათ ვერდიქტს", - ამბობს ელენ ახობაძე.
ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ როცა აქტივისტები მარიამ ლაშხთან მივიდნენ, მათ არ იცოდნენ, რომ ადგილზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ როცა აქტივისტები მარიამ ლაშხთან მივიდნენ, მათ საერთოდ არ იცოდნენ, რომ ადგილზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
როგორც კი გაიგეს, რომ ბავშვებთან ერთად იყო იმ წუთში შეწყვიტეს ეს პერფორმანსი - ამბობს ცეცხლაძე.
აქციებზე შვილებს ხელიდან აგლეჯდნენ დედებს და ეხვეწებოდნენ ჩემი შვილია და არ სცემოთო. ამავდროულად, ჩვენი შილები აბსოლუტურად უდანაშაულო ჯერ კიდევ სრულყოფილად სრულწლოვნებიც არ არიან 6, 7 და 9 წლიანი მუხლით ასამართლებენ აბსოლუტურად უდანაშაულო ბავშვებს, არც არავის არ ეგონა თუ ლაშხი იქ იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად და როგორც კი გაიგეს, რომ ბავშვებთან ერთად იყო იმ წუთში შეწყვიტეს ეს პერფორმანსი, არაფერი უხამსი იქ არ თქმულა", - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
"სირცხვილი ქალბატონო შენ, შენი შვილების სახელით სხვისი შვილები დააჭერინე", - ასე მიმართას სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის დედა მარიამ ლაშხს.
სირცხვილი ქალბატონო შენ, შენი შვილების სახელით სხვისი შვილები დააჭერინე. თქვენ ხართ პროვოკატორი. გააკეთა ქალმა, ვითომ ჩემი შვილებიო და სხვისი შვილები გამოაკეტვინა. ძალიან კარად იცი, რომ არ იცოდნენ, რომ შვილებთან ერთად იყავი და რომ გაიგეს და შვილებთან ერთად იყავი ბავშვები გავყინეთო და თქვეს "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია" და "თავისუფლება პოლიტპატიმრებს". იცი, რისი რცხვენიათ მათმა შვილებმა, არ გაიგონ, როგორ არასწორად იქცევიან მათი მშობლები", - ამბობს ნარგიზი დავითაძე.
შეგახსენებთ, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.