პოლიციელი, რომლის სამმართველოც აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აღძრავდა, დააჯილდოვეს - "მედალოსნების" სია
გიორგი გრიგალაშვილი, პოლიციელი, რომლის სამმართველოც აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აღძრავდა, დააჯილდოვეს.
- გრიგალაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ადმინისტრაციული საქმის წარმოების სამმართველოს უფროსია.
დააჯილოდოებულთა შორის მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიამ კერესელიძე. ერთ-ერთი ბოლო საქმე, რომელზეც კერესელიძე შსს-ს წარმოადგენდა, ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის საქმე იყო.
მედლები გადაეცათ 8 და 11პირიან საქმეებში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელებს გიორგი ზაბახიძესა და გრიგოლ ჭანტურიძეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების მედლები და ორდენები გადასცა:
- დავით კიკნაძე – კრიმპოლის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
- ხატია კეშელავა – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის სამმართველო
- ალუდა ლაგაზაური – გდდ სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო
- თეონა ბალაბანიშვილი – დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერი
- გიორგი ზაბახიძე – დეტექტივი, დაზარალებულის სტატუსის მქონე 8- და 11-პირიან საქმეებში
- კახაბერ მურადაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
- ანზორ ხმიადაშვილი – გდდ-ის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
- ეკა ზაალიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
- თემურ მღებრიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ვახტანგ გომელაური – ყოფილი შს მინისტრი
შსს-ს ახალმა მინისტრნმა, გელა გელაძემ მედლები გადასცა:
- ლაშა თავაძე – კრიმპოლის ნარკოტიკების უკანონოდ ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი
- მარიამ კერესელიძე – იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
- ბესიკ კახნიაშვილი, ნიკოლოზ ფურცელაძე, გურამ პერტენავა,ნიკოლოზ ჩუგუაშვილი – სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თანამშრომლები
- ზურაბ წიკლაური – გდდ-ის ერთ-ერთი სამმართველოს სპეცტექნიკის განყოფილების უფროსი
- დავით ცოფურაშვილი
- ფრიდონ ხიმშიაშვილი – ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი
- გიორგი გრიგალაშვილი – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
- გრიგოლ ჭანტურიძე – ძველი თბილისის მეორე სამმართველოს უფროსი, დაზარალებულის სტატუსის მქონე 8- და 11-პირიან საქმეებში
- გიგლა მამსირაშვილი, ზურაბ ლონადრიძე – დეტექტივები
- რომან ქიქოძე – 112-ის ვიდემეთვალყურეობის სამმართველოს უფროსი
- ჯაბა პიტარიშვილი – საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე
- გიორგი ჩხიკვაძე – აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მეხანძრე-მაშველი
- გრიგოლ თურმანიძე – ვაკე-საბურთალოს პოლციის თანამშრომელი
- თორნიკე მარსაგიშვილი – ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი