ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! - თათია აფრიამაშვილის წერილი ციხიდან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თათია აფრიამაშვილი, რომელიც მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა, საკნიდან წერილს ავრცელებს.
ახალგაზრდა, რომელიც მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს, საზოგადოებას სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.
"მალე გავა დრო. მე კარგად დავისვენებ და მერე იდარდონ ქოცებმა. დურა ლაშხი ჩაანაცვლებს მალე ყველა ტყვეს" - წერს თათია აფრიამაშვილი.
მომიყვნენ, რა მაგრებიც ხართ. იმიტომ არ მეშინოდა დაჭერის, რომ ვიცი, თუ დამიჭერდნენ თქვენ არ გაჩერდებოდით. მადლობა სოლიდარობისთვის. მალე გავა დრო. მე კარგად დავისვენებ და მერე იდარდონ ქოცებმა, აქამდე რა უჭირდათ. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. დურა ლაშხი ჩაანაცვლებს მალე ყველა ტყვეს." - წერია წერილში.
მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.