1 ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში დაფუძნდა. ამ დღის აღნიშვნა ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და დემოკრატიულ აღზრდა- განვითარებას ემსახურება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება. დაგეგმილია მრავალი აქტივობა და კულტურული ღონისძიებები. ცენტრალური ღონისძიება თბილისში დედაენის ბაღში შედგება.