2 ივნისი, 12:00 საათი, ილიაუნი - სტუდენტები დაპატიმრებულ ახალგაზრდებს სოლიდარობას გამოუცხადებენ

01.06.25 11:35
2 ივნისი, 12:00 საათი, ილიაუნი - სტუდენტები დაპატიმრებულ ახალგაზრდებს სოლიდარობას გამოუცხადებენ

ახალგაზრდული პროტესტის ახალი ტალღა - ორშაბთს, ზუსტად 12:00 საათზე, ილიას უნივერსიტეტი პროტესტის ეპიცენტრი იქნება. სტუდენტები ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან ხვალ კიდევ ერთხელ შეკრიბებიან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!" - ფრაზა, რომლის გამოც სტუდენტი გოგონები ციხეში გამოკეტეს, ახალი წინააღმდეგობის დასაწყისი გახდა. ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს, რომლებსაც მასონების სკანდალით ცნობილმა "ოცნების" დეპუტატმა უჩივლა, თანატოლები სოლიდარობას ამ ფორმით გამოუცხადებენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

სიმბოლური აქტია, იმიტომ, რომ ლიკაც ორშაბათს, წესით, ლექციას უნდა ესწრებოდეს ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ იმის გამო, რომ არალეგიტიმურად დააკავეს აბსურდის გამო, რასა დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტების უმეტესეობა იზიარებს იმ სულისკვეთებას და შინაარსს, რა შინაარსიც გააჟღერა ლიკამ და რის გამოც არის დაკავებული, შესაბამისად, ჩვენ გადავწიიტეთ, რომ გავიფიცოთ. ორშაბათს დღის 12:00 საათიდან ვიქნებიტ ილიას უნივერსიტეტის "ა" კორპუსის წინ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მმივიტანოთ ეს ამბავი თითოეულ სტუდენტამდე, იმიტომ, რომ შეიძლება, ლიკას ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო, - ამბობს სტუდენტი სალომე საზანიშვილი.

სტუდენტები ამბობენ, რომ რეჟიმი მათ დაშიებას ვერ მოახერხებს. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში რეჟიმი გადადის რრეპრესიების ახალ ეტაპზე. თუ აქამდე იყო ჯარიმები, ორდღიაი ადმინისტრაციული დაკავებები, ახლა უკვე ადამიანს არაფრის გამო უშვებენ ციხეში, მიუხედავად იმისა, ის არის სტუდენტი, ქალი, კაცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მათთვის, რომ ჩვენ შეგვაშინონ, მაგრამ ჩვენი შემართება არის იმდენად დიდი, რომ საქართველო დავიხსნათ რუსული რეჟიმის ტყვეობისგან და ამ მიზანს მაინც მივაღწევთ, - ამბობს სტუდენტი ხალიბეგ მაგომედოვი.