აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამოცემა “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

01.06.25 12:15
აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამოცემა “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გამოცემა “აპრილის” მთავარი რედაქტორი გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო დააჯარიმეს. ხატია ღოღობერიძეს 5 ათას ლარიანი ჯარიმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 აპრილს რუსთაველზე ყოფნის გამო გამოუწერა.

სამართალდარღვევის ოქმში ჟურნალისტი აქციის მონაწილედ არის მოხსენიებული, არადა, ღოღობერიძემ ჯარიმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა და უწყებას განუმარტა, რომ ის უკვე გადაკეტილ რუსთაველზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

შსს-მ დამაჯარიმა გზის გადაკეტვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს მე გზას არ ვკეტავდი, ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდი. გარდა იმისა, რომ ეს კანონი, თავისთავად, რაც მიიღეს, აბსურდულია, ამ კანონსაც არ ვარღვევდი. გავასაჩივრე ეს გადაწყვეტილება, თუმცა გუშინ უკვე მივიღე პასუხი, რომ საჩივარი არ დამიკმაყოფილეს და გადაწყვიტეს, რომ ძალაში დატოვონ ეს ჯარიმა. მაამდე მომთხივეს მტკიცებულებები, რომ მე ვმუშაობდი 29 მარტს, კონკრეტულად ქალთა მარშზე. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი და ჩემი კოლეგების შემთხვევაშიც ემსახურება ჟურნალისტების დაშინებას მორიგ ჯერზე, - ამბობს ღოღობერიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გზის გადაკეტვის მუხლით, უვკე ათამდე ჟურნალისტი გამოაცხადა