რეჟიმს პოლიციელები ყურმოჭრილ მონებად სჭირდება - აქციაზე დაზარალებულები
ჯილდოები აქციების დამრმბევ პოლიციელებს - აქციის მონაწილეები, რომლებიც პოლიციელების ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რეჟიმის უსამართლობაზე საუბრობენ. მომიტინგე ზვიად მაისაშვილი, რომელსაც სპერაზმი უმიზეზოდ სასტიკად გასწორდა, პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ცდილობს, პოლიცია ყურმოჭრილ მონებად გაიხადოს და მათთვის ჯილდოების გადაცემაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
გამოააშკარავა სისტემამ სრულიად თავისი თავი და პირდაპირ გვეუბნება იმას, რომ მიგვაქანებს რუსეთის იმპერიისკენ. არანაირი კავშირი აღარ ავს ამ სისტემას თავისუფალ სამყაროსთან. დააჯილდოვეს პოლციელები იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემდნენ და არცერთი დამნაშავე გამოვლენილი არ არის. გავიდა უკვე ამდენი ხანია იმ აქციებიდან და დღემდე არ არის დადგენილი, ვარ თუ არა დაზარალებული. დამნაშავე პოლიციელები და მათი მეთაურები არიან დაჯილდოვებულები და აქვთ გადაცემული ჯილდო იმისთვის, რომ ყურმოჭრილი მონები იყვნენ ამ სისტემის, - ამბობს ზვიად მაისაშვილი.
ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც ასევე აქციაზე პოლიციელების სისასტიკის მსხვერპლი გახდა, ამბობს, რომ ივანიშვილის შექმნილი სისტემა დაუსჯელობის სინდრომზე დგას. მისი თქმით, ოლიგარქს პოლიცია საკუთარ "ბანდფორმირებად" სჭირდება.
რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მიტაცებულ სახელმწიფოში შექმნა მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც დგას დაუსჯელობის სინდრომზე. სწორედ ამიტომ ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში ასე ხშირად ე.წ. საზეიმო ღონისძიებებზე როგორ გადასცემენ სახელმწიფო ჯილდოს მწამებელ, კრიმინალ პოლიციელებს. ამ ადამიანებს პასუხისმგებლობით არავინ ემუქრება ვიდრე ეს რეჟიმი არსებობს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება პოლიცია როგორც საკუთარი ბანდფორმირება როგორც კადიროვის ჩეჩნეთში ე.წ. სამართალდამცველები მხოლოდ კადიროვს ემორჩილებიან. ასეთი მოდელით წარმოუდგენია მასაც საქართველოს მართვა, რადგან მისი მიზანია ოპონენტების და კრიტიკოსების დაშინება, - ამბობს გურამ როგავა.
კიდევ ერთი დაზარალებული აქტივისტი ცოტნე მირცხულავა ამბობს, რომ რეჟიმი მოძალადე პოლიციელებს დასჯის ნაცვლად ახალისებს, რადგან მათი მიზანია, სამართალდამცველებს ჰქონდეთ რწმენა, რომ არ დაისჯებიან.
ძალადობდნენ აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე, მედიაზე. ამ ყველაფრის საპასუხოდ „ქართული ოცნება“ ზონდერებს ახალისებს და აჯილდოებს. გვახსოვს, ხარებას ღირსების ორდენი დაკიდეს. ეს კიდევ ერთხელ ემსახურება იმას, რომ არცერთ ზონდერს იმის რწმენა არ ჰქონდეს, რომ ის შეიძლება, დაისაჯოს. ვხედავთ, მოდიან არაფრით და აქედან როცა მიდიან, გომელაურს ნახევარი წყნეთი აქვს აშენებული და მთელი თბილისი მათია. ყველაფერს აკეტებენ ჩვენ დასაშინებლად, თუმცა ჩვენ ერთ დიად მიზანს ვემსახურებით - საქართველოს გადარჩენას და ისინი დაკვეთებს ასრულებენ, - ამბობსცოტნე მირცხულავა.
რეჟიმის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ის პოლიციელები დააჯილდოვა, რომლებიც მშვიდობიან აქციებზე მოქალაქეებს არბევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.
ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა ანზორ ხმიადაშვილს. როგორც გდდ-დან "შაბათის ეთერს" ეუბნებიან, ხმიადაშვილი ე.წ. მორბენალების ერთ-ერთი მეთაურია.
ღირსების მედალი მისცეს დარბევების მონაწილე, "ხარებას" მოადგილის, სანქცირებული მილერი ლაგაზაურის შვილს, ალუდა ლაგაზაურს. ზურაბ წიკლაური რომელიც დარბევების დროს მართავდა წყლის ჭავლის მანქანებს, დააჯილდოვეს მედლით მამაცობისთვის. დარბევების დროს წიკლაურის მსგავსად, წყლის ჭავლის მანქანებს მართავდა დავით ცოპურაშვილი - მას მედალი "მამაცობისთვის" მისცეს.