EU: ჩვენი მხარდაჭერა ურყევია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში

01.06.25 14:47
EU: ჩვენი მხარდაჭერა ურყევია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერა ურყევია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.

განცხადებაში ყველა ის პუნქტია ჩამოთვლილი, რომელიც ბავშვთა განვითარებაზეა ორიენტირებული და მათზე ზრუნვას გულისხმობს. 

ბავშვთა დაცვის დღეს გვინდა, აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.

ევროკავშირი მხარს უჭერს:

ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას;

ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას;

სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას;

ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას;

ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას - ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება, - აღნიშნულია განცხადებაში.