რა გამოწვევებით ხვდება ქვეყანა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
ბავშვთა საერთაშორისო დღეს საქართველო უამრავი გამოწვევით ხვდება. კვლევების მიხედვით, ასობით მოზარდი ქვეყანაში მშიერია. "ქართული ოცნება" წლებია საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ სასკოლო კვების პროგრამას შეადგენს, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. ამას ემატება შრომითი ექსპლუატაცია და ბავშვებზე ძალადობის გახშირებული შემთხვევები.
კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოში არ აქვს საშუალება, მიიღოს განათლება.
ბავშვებთან მიმართებაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ მოქალაქეებიც.
ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სირცხვილია, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში იზრდება. ეს არის ქვეყნის უბედურება. ეკონომიკის ზრდა უბრალოდ ციფრებია, ყველამ თავის მაცივარში შეიხედოს და მიხვდება, როგორ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, - ამბობს მოქალაქე.
ვთქვათ, მინდა ბავშვების სადმე გაყვანა, საშუალება არ არის. საკმარისი თანხა არ არის, ვმუშაობ, მაგრამ არ გვყოფნის არაფერში. თანახმა ვიქნებოდი, უფასო კვება რომ იყოს ბავშვებისთვის. სულ თანახმა ვიქნებოდი, ეს მთავრობა რომ წავიდეს, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
საჯარო სკოლებში ბავშვები სხედან მშივრები. არანაირი მოვლა-პატრონობა ახალგაზარდობის მიმართ არ არის, - ამბობს მოქალაქე.
დღეს 1 ივნისია და ჩემს შვილიშვილს აქვს დაბადების დღე, მაგრამ ვერ ვუხდი, საშუალება არ არის. რატომ უნდა იყვნენ ასე?, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.