"სტუდენტების დევნა და დაპატიმრება უპასუხოდ არ დარჩება" - ილიაუნთან ხვალ აქცია დაანონსდა
"სტუდენტების დევნა და დაპატიმრება უპასუხოდ არ დარჩება" - 2 ივნისს, 12 საათზე, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოვლენების მთავარი ეპიცენტრი იქნება. რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტური ერთობა 1 დღიანი გაფიცვისათვის ემზადება.
დაპატიმრებული სტუდენტების მხარდასაჭერად გაიმართება სამედიცინო უნივერსიტეტების მარშიც. სტუდენტები სიმბოლურად სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან ილიამდე მსვლელობით მივლენ. ელოდებიან ყველას, ვისთვისაც სოლიდარობა და ემპათია მნიშვნელოვანია.
სტუდენტები ფიქრობენ, რომ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე მათი თანატოლები სამაგალითოდ იმის გამო დასაჯეს, რომ სხვა ახალგაზრდების პროტესტი ჩაახშონ. "ვერ დაგვაშინებთ" - ეს არის სტუდენტების მთავარი სათქმელი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.