პროტესტი ილიაუნთან - დაკავებული სტუდენტების მხარდასაჭერად უნივერსიტეტი იფიცება
თბილისში სტუდენტური პროტესტია-ლიკა ლორთქიფანიძის, თათია აფრიამაშვილის და ლუკა ნაცვლიშვილის მხარდასაჭერად ილიას უნივერსიტეტი იფიცება.
სტუდენტების შეკრებას, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდებიან.
ამ წუთებში სტუდენტები არიგებენ ფლაერებს წარწერით-“ერთდღიანი გაფიცვა, თავისუფლება სტუდენტებს“
როგორც ილიაუნის სტუდენტები ამბობენ, იმის ნაცვლად, რომ მათი თანატოლები ახლა აუდიტორიებში ისხდნენ, ციხეში უკანონოდ გამოკეტეს.
მათი თქმით, რეჟიმი ვერც დაჭერებით, ვერც ჯარიმებით და ვერ ყადაღებით შეაშინებს და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ქვეყნის თავისუფლებისთვის.
12 საათიდან ილიაუნისთან შევიკრიბებით სტუდენტები, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენ დაკავებულ სტუდენტებს, რომლებსაც სრულიად უკანონოდ მიუსაჯეს 12-დღიანი პატიმრობა, აღნიშნულ პროტესტს შეუერთდებიან ლექტორებიც, რადგან სტუდენტები ასეთ პერიოდში, როდესაც გამოცდებია, არ იმსახურებენ ისხდნენ ციხეში. ასევე, შემოგვიერთდებიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. არც ჯარიმები, არც დაჭერები და არც ყადაღა შეგვაშინებს, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩენი ქვეყნის თავისუფლებისთვის- ამბობს ანი ფრიდონაშვილი.
დღევანდელი დღე, პროტესტი და გაფიცვა არის კიდევ ერთი აქტი, რაც ადასტურებს, ჩვენს პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იმატებს უკანონოდ დაკავებულების რაოდენობა, რომელთა შორის არიან ბოლო სამი სტუდენტი, ლიკა, ლუკლა და თათია, რომლებიც ახლა აუდიტორიებში ჩვენტან ერთად უნდა ისხნდნენ. მთავრობა გაშინებს და გვეუბნება, რომ ყველას შეგეხებით, გამონაკლისი აღარავინ იქნება, მაგრამ ჩვენ ისევ შემართებით ვართ და დღევანდელი დღე ამის მტკიცებუოლება იქნება, -აცხადებს მარიამ სამუშია.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტებიდან ორი-თათია აფრიამაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე პატიმრობაში მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე გაუშვეს, რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს- ის ბათუმში გამართული აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.