"პირველების" ინფორმაციით, ბაჩიაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს
"პირველების" ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ბრალდებული რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფებოდა, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ადვოკატი ლევან მგალობლიშვილი ადგილზე მივიდა, თუმცა იქ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ფინანსისტი აღარ დახვდა.
იურისტი ამის შემდეგ გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში მივიდა.
როგორ მოხდა ბაჩიაშვილის რუსთავიდან გლდანის ციხეში გადმოყვანა, სავარაუდოდ, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ბიზნესმენის ინტერესების დამცველი გლდანის მე-8 დაწესებულებას დატოვებს.