ნიკა მელიას გატაცების საქმე - ადვოკატის თქმით, შსს კადრებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს
ნიკა მელიას გატაცების საქმე - ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი რუსთავის ციხეში პოლიტიკოსს ხვდება.
ამ დრომდე უცნობია, რა მოხდა ოთხშაბათს ღამით ლისის ტბის სიახლოვეს - ამის დასადგენად მელიას ადვოკატები სამხრე კამერის ჩანაწერების გასაჯაროვებას ითხოვენ.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში ყველა სამართლებრივ გზებს გაივლიან, შემდეგ კი, კონდახიშვილის თქმით, საქმე ევროსასამართლოში წავა.
მინდა გამოვეხმაურო პრემიერ მინისტრის და უმრავლესობის ლიდერის განცხადებას, სადაც მათ დამაჯერებლად განაცხადეს, რომ ნიკამ მოახდინა პროვოცირება, თითქოს, ის შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს და ეს გახდა მისი დაკავების საფუძველი. დაცვის მხარემ, ყველა უწყებიდან, გამოვითხოვეთ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რეგისტრატორის ჩანაწერები, მობილური ტელეფონები და არათუ აღნიშნული, ელემენტარული ადმინისტრაციული ოქმის მასალებიც არ გამოგვცემია, თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, რატომ არ ასაჯაროვებს შსს კადრებს. ეს მათი ვალდებულებაა, მითუმეტეს, როცა ნიკას უკანონო დაკავებაში ათეულობით პოლიციელი იღებდა მონაწილეობას, აქ იყო საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმპოლის თანამშრომლები, იყო სამხრე კამერები, იყო ვიდეორეგისტრატორი როგორც საპატრულო პოლიციის მანქანაში, ასევე ნიკასთან. მიუხედავად ამისა, დღემდე, არავითარი ვიდეო მაქსალა არ გასაჯაროებულა. ვითხოვთ გადმოგვეცეს და ჩვენ თვითონ გავასაჯაროებთ აღნიშნულ მასალებს, არ გვაქვს მოლოდინი რომ შსს რამე ადეკვატურს განახორციელებს და ყველაფერს ვამზადებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის და ყველა სამართლებრივი ნაბიჯი ქვეყნის შიგნით უნდა გავიაროთ,- ამბობს კონდახაშვილი.
კიდევ ერთი ადვოკატი, ბექა კვინიკაძე, რომელმაც ნიკა მელია უკვე მოინახულა, ამბობს, რომ პოლიტიკოსი ძალიან მხნედ არის.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.