„ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“ – მოსამართლე კაჟაშვილს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაახვედრეს

02.06.25 14:10
„ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“ – მოსამართლე კაჟაშვილს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაახვედრეს

“ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“ – ეს წარწერა დღეს, 2 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იმ აუდიტორიის დაფაზე დატოვეს სტუდენტებმა, სადაც მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი ლექციას ატარებს.

პროტესტის ეს ფორმა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიფიქრეს, რომლებმაც გააპროტესტეს მოსამართლის გადაწყვეტილება, ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

ვიდრე კაჟაშვილი აუდიტორიაში ლექციის ჩასატარებლად შევიდოდა, სტუდენტებმა ის “სირცხვილის დერეფანში“ გაატარეს.

ამასთან, სტუდენტების ნაწილმა აუდიტორია დატოვა და ლექციას არ დაესწრო.

ამის შემდეგ, სტუდენტებთან უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებიც მივიდნენ და მას რექტორთან გაყოლა სთხოვეს, რათა დაეზუსტებინათ, არჩილ ბერიძე ნამდვილად სტუდენტი იყო თუ არა, თუმცა სტუდენტმა დაცვის თანამშრომლებს უთხრა, რომ თუ სურვილი ჰქონდა, რექტორს შეეძლო თავად მისულიყო მასთან.

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები მოვდეით, რათა გულიკო კაჟაშვილისთვის შეგვეხსენებინა, რომ მას არ მორალური უფლება, ასწავლიდეს სტუდენტებს სამართლას. დაფაზე დავუტოვეთ წარწერა, რომ ლუკა პოლიტპატიმარია, რის შემდეგაც რამდენიმე სტუდენტმა, პროტესტის ნიშნად აუდიტორიაც დატოვა. ამის შედემგ მოვიდა დაცვა და გვითხრა, რომ არ ვართ ჩვენ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და უნდა დავტოვოთ ტერიტორია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენ სრული უფლება გვქონდა მიგვემართა პროტესტის იმ ფორმებისთვის, რომლებსაც მივმართეთ და კაჟაშვილს მოუწია „სირცხვილის დერეფნის“ გავლა და შერცხვენილი იჯდა ლექციაზე“,- განაცხადა ბსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტმა, არჩილ ბერიძემ.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა წელს უკვე მეორედ შეუფარდა ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.